მე 9 ბოლო დღეს გადავამოწმეთ ყველა საქაღალდე, გავაკეთეთ პრეზენტაცია, მოვუსმინეთ კოლეგებს, ავტვირთეთ გუგლის დოკუმენტები და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. მადლობა ჩვენს ტრენერს მაია ბაზღაძეს
დღევანდელ დღეს (მე-8) დავასრულეთ გეგმის შაბლონი, ასევე ვიმუშავეთ დიფერენცირებულ მიდგომაზე, კერძოდ სსმ მოსწავლეებისთვის, შევქმენით ელექტრონული გაზეთის შაბლონი მოსწავლეებისათვის-ერთი ჯგუფის წევრებისათვის, ვისწავლეთ როგორ გავუწევთ ფასილიტაციას თვითვეულ ჯგუფს და მოსწავლეს
Friday, June 24, 2016
დღევანდელ დღეს გავეცანით შეფასების რუბრიკებს, კერძოდ ინდივიდუალურს, ჯგუფურს და თვითშეფასების, შევავსეთ თვითვეული ჩვენი საჭიროებიდან გამომდინარე
Wednesday, June 22, 2016
დღევანდელ დღეს ვისწავლეთ: პროექტით სწავლების დროს მოსწავლეები როგორ უნდა გადავანაწილოთ თვითვეული დავალების შესასრულებლად. ასევე ელექტროული გაზეთის შექმნა, სურათის და ტექსტის ჩასმა. ბლოგზე შევქმენით გვერდები
Saturday, June 18, 2016
დღევაბდელ დღეს ვიმუშავეთ : მესამე მოდულის კავშირებზე, საავტორო უფლებებზე, და ჩვენი სახელისა და გვარის საქაღალდეში გადმოვიტანეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი.პრეზენტაცია გამოვაქვეყნეთ ბლოგზე
Friday, June 17, 2016
დღევანდელ დღეს, პროექტის გეგმის შანლონში შევიტანეთ 21-ე საუკუნის უნარები, ასევე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, საპრეზენტაციო პროგრამაში დავიწყეთ პრეზენტაციის აწყობა
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს მაია ბაზღაძეს ასეთი გულისხმიერებისთვის, და თავისი საქმის სიყვარულისთვის, ჩვენც რომ გვაყვარებს
Wednesday, June 15, 2016
დღევანდელ დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმის შაბლონზე, შევიტანეთ სტანდარტები